თეგებით ძიება

"ჩემი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა სტუდენტებს. მეამბოხეებს, რომლებსაც ორი თვეა არავინ მოუსმინა..." - დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ჩემი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა სტუდენტებს. მეამბოხეებს, რომლებსაც ორი თვეა არავინ მოუსმინა და ვინც მოუსმინა იმანაც გადააგდო.
ჩემი მხარდაჭერა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ითხოვდნენ, რასაც ითხოვდნენ, რომ ბინის ქირას ვერ იხდიან და იმიტომაც ვერ ჩადიან თბილისში. ამაზე ვინმეს გიფიქრიათ? მე მიფიქრია.
ბინის ქირასაც ვუხდიდით ქართველი ხალხი და ბენზინსაც და არ იკადრეს პარლამენტარებმა ქუთაისში სიარული პარლამენტისთვის. და რა არის იმაში გაუგებარი, რომ სტუდენტი ვერ ჩადის თბილისში?
ახლა არ გამომიხტეთ აქციის ფორმაზე. ფორმა მიუღებელია, მაგრამ პროტესტი სრულიად მისაღები. იქნებ რომ მოგვესმინა ამ ახალგაზრდებისთვის გამოსაშვები აგრესიაც არ გვქონოდა.
ამაზე გიფიქრიათ? მე მიფიქრია", - წერს ლიკლიკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა