თეგებით ძიება

"10 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, გეუბნებით, რომ ევროპაში არავინ გართმევს ქართველობას, რუსეთისგან განსხვავებით" - ნინა მამუკაძე

ქართველი ემოგრანტი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ემიგრაციის წლებთან ერთად, ღრმავდება ჩემი ინტეგრაცია და ამავე დროს ღრმავდება ქართველობის განცდა.
მეძვირფასება ქართული და ქართველი და ამავე დროს საოცრად ჩემია ევროპული ღირებულებები.
ცოტა მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ეს ორი, ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია.
ახლა საქართველოს მომავალი წყდება…
გემუდარებით, ვისაც ეს გეხებათ, ნუ გაუშვებთ ამ შესაძლებლობას ხელიდან. დაუბრუნეთ ქართველებს მათი ბუნებრივი მდგომარეობა - იყვნენ ევროპელები, მაგრამ შეინარჩუნონ ქართული იდენტობა.
დიახ, მე, 10 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, გეუბნებით, რომ ევროპაში არავინ გართმევს ქართველობას, რუსეთისგან განსხვავებით, რომელიც საქართველოს მიწაზე პირველად ფეხისდადგმისთანავე, ჩვენს მოდიფიკაციას და დაკნინებას ცდილობს, ხან ენის, ხან რელიგიის, ხან ტერიტორიების და ხანაც ტრადიციების შებღალვით", - წერს მამუკაძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა