თეგებით ძიება

"პოლიტიზებული სუსი ყოველთვის მოახერხებს თითო აგენტ-პროვოკატორის ჩანერგვას და ნებისმიერი ჯანსაღი პროტესტის დემონიზებას!" - რას წერს გენრი დოლიძე სტუდენტების პროტესტზე?

მწერალი, გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"სანამ ქართული საზოგადოებისთვის პროტესტის მიზეზზე, შინაარსზე და მიზანზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება გამოხატვის ფორმა, პოლიტიზებული სუსი ყოველთვის მოახერხებს თითო აგენტ-პროვოკატორის ჩანერგვას და ნებისმიერი ჯანსაღი პროტესტის დემონიზებას!
რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, თუმცა, გაცილებით მიუღებელია, სისტემის ძალადობა სტუდენტებზე, კორუფცია და დამყაყებული საგანმანათლებლო ინსტიტუტები, რომელთათვისაც, ისევე როგორც აქციებზე, სწავლების პროცესშიც ფორმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მიზანი, შინაარსი და შედეგი...", - წერს დოლიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა