თეგებით ძიება

"ვაი, შენს დედას, შენი ასეთი გაზრდისთვის!..." - სირცხვილია... " - რატომ იმართლებს თავს თიკა ჯამბურია?

მომღერალი, თიკა ჯამბურია, რომლის მიმართ სოციალურ ქსელში უარყოფითი ხასიათის კომენტარები დაწერეს, ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს მიმართავს:

"არ ვიცი საიდან დავიწყო …..
რამდენიმე დღის წინ ვიყავი "რუსთავი 2"- ის დილაში, სტუმრად …. სრულიად შემთხვევით მომიწია კოტლეტი და პიურეს გაკეთება პირდაპირ ეთერში. ვინც მიცნობს, იცის, რომ კულინაროა ჩემი გატაცებაა და ვგიჟდები ისე მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დედა საოცარი მზარეულია, უბრალოდ, რეკლამის დროს გადავწყვიტე დამერეკა და მისგან რჩევები მიმეღო. ამ დროს გადაცემის პროდიუსერმა უწყონარი ვიდეო გადამიღო და მათ გვერდზე ატვირთა.

თან მეცინება, რომ ამის ახსნა მიწევს და აი ეს ხდება კომენტარებში … გამოქვეყნება იმიტომ გადავწყვიტე , რომ იქნებ ამ ადამინების შვილებმა ან ახლობლებმა ნახოთ, იქნებ თქვენც ვინც ამას კითხულობთ გადააზიაროთ და გაავრცელოთ, რომ მივიდეს იქნებ რომელიმეს ოჯახამდე და ერთხელ და სამუდამოდ ბოროტება გახდეს სირცხვილი და ეს ხალხი შერცხვენილები მაინც იყვნენ ახლობლების წინაშე და გაიგონ, რომ ძალიან ძალიან ძალიან სირცხვილია ადამიანებოოო!!!!!! ესე ილანძღოთ და ამხელა ღვარძლი ამოანთხიოთ სრულიად უწყინაე ვიდეოზე ….. მესმის რომ რთული ცხოვრება გვაქვს, მესმის რომ ყველას თავისი პრობლემა აქვს , მაგრამ კარგით რააა, ესე რამ გაგაბოროტათ და ესე რამ გაგაგიჟათ, ხალხო.

P.s იმ ადამიანების საყურადღებოთ ვინც თვლის, რომ უნდა “დავიკიდო” და ყურადღება არ მივაქციო … არა, ხალხო, არ ჭრის ეგ ტაქტიკა უარესად გიშვებიან მერე და ამიტომ ჯობია გამოვასაჯაროვოთ ეს ხალხი და იქნებ მერე შერცხვეთ მაინც და დაოკდნენ. ხოო და კიდევ, ძალიან საწყენია რომ 400 კომენტარიდან თითქმის ყველა დედის ტოლა ქალები არიან - ქალები, რომლებსაც ჩემხელა შვილები ყავთ და დარწმუნებული ვარ, საკუთარი შვილების დასაცავად ნებისმიერ ადამიანს კბილებით გაძიძგნიან, ხოდა რა ვიცი, ისე იცოდეთ მეც ცოცხალი ადამიანი ვარ და მეც მაქვს გრძნობები, ემოციები და ძალიან ძალიან მწყინს ეს ნეგატივი თქვენგან …. მადლობა ნახვამდის. უბრალოდ, გისურვებთ, რომ არ ვიცი, რა გისურვოთ", - წერს ჯამბურია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა