თეგებით ძიება

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დღის პირველ ნახევარში ჯობია შაბათ-კვირას დაგროვილ საქმეებს მიხედოთ. საღამოს თავს უფლება მიეცით, რომ დაისვენოთ. თუმცა მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას, რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. მშვენიერი დღეა შოპინგისთვის - შეგიძლიათ საკუთარ თავს პატარა საჩუქარი გაუკეთოთ. ნუ ელით ბრძანებას. დროა, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოთ.

კურო

სახლის დალაგება და ნივთების მოწესრიგება უმჯობესია დილას დაასრულოთ, საღამო კი პირად ცხოვრებას დაუთმოთ. ნათესავებთან ურთიერთობა და მეგობრებთან შეხვედრები სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. გირჩევთ, ალკოჰოლური სასმელებისა და ცხიმიანი კერძების მიღებას მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს უნდა ელოდოთ.

ტყუპები

დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, ახლობლებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ. სავარაუდოდ, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. ფინანსური სირთულეებისა და ემოციური დაძაბულობის მიუხედავად, პოზიციების გაძლიერებას მოახერხებთ. საღამოს საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელით. შესაძლოა, წვეულებაზე მიგიწვიონ და აუცილებლად დათანხმდით.

კირჩხიბი

დატვირთული კვირის შემდეგ სრული უფლება გაქვთ, ეს დღე ისე გაატაროთ, როგორც გსურთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დილით მნიშვნელოვანი საქმეები დაგეგმოთ, საღამო კი მეგობრებთან შეხვედრას დაუთმოთ. მთავარია ზომიერება არ დაივიწყოთ და ალკოჰოლურ სასმელებს ერიდოთ. თუ ზედმეტ წონას ებრძვით, ეგზოტიკური დიეტები აუცილებელი არაა, საკმარისია, რამდენიმედღიანი განტვირთვა მოაწყოთ.

ლომი

შანსი გაქვთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოთ და წარმატებას მიაღწიოთ. თქვენს განკარგულებაში იქნება თანამედროვე ტექნიკა და მოწყობილობები. აუცილებლად იზრუნეთ პროფესიული სრულყოფისა და ახალი პროგრამების შესწავლაზე. დიდი შრომითა და მონდომებით წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. ჯანმრთელობის პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ დროა, მავნე ჩვევები დაძლიოთ.

ქალწული

4 მაისს ურთიერთობა არა მარტო სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება. ორატორული ნიჭის დამსახურებით ადამიანების დარწმუნება არ გიჭირთ და შეგიძლიათ, უიმედო სიტუაციაც კი თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. საკუთარ თავში ლიდერის თვისებებსა და ორგანიზატორულ ნიჭს აღმოაჩენთ, რასაც პროფესიულ საქმიანობაში წარმატებით გამოიყენებთ.

სასწორი

აკონტროლეთ ემოციები - ამ დღეს ბევრი რამ გაგაღიზიანებთ და შეცდომას შეცდომაზე დაუშვებთ. მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ და მუდამ უკმაყოფილო ადამიანებს, რომლებიც თქვენს პროვოცირებას ცდილობენ. მომავალ კვირას მენეჯმენტთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. უკან დახევა არ ღირს, მაგრამ ღია კონფლიქტსაც უნდა ერიდოთ.

მორიელი

დასვენების დღეების მიუხედავად, მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებას ცდილობთ. ეცადეთ, თვითკრიტიკული იყოთ, ეს თვისება დაგეხმარებათ, ადამიანებს თქვენ მიმართ ნდობა ჩაუნერგოთ და პოზიტიურად განაწყოთ. ნუ დაიჯერებთ იმას, რაც საკუთარი თვალით არ გინახავთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, უსიამოვნო ფიქრები თავიდან მოიშოროთ და მხოლოდ სასიამოვნო თემებზე იფიქროთ. ამჟამად კარიერა თქვენთვის უმნიშვნელოვანეს საქმედ იქცევა, რადგან თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამაზეა დამოკიდებული, მაგრამ ნურც მეგობრებს და გართობას დაივიწყებთ. ეს თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ.

თხის რქა

დილიდან გარშემომყოფთა დახმარებას, მათთვის სიკეთის და პოზიტივის მიტანას ცდილობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველას არ ენდოთ - თქვენი გარემოცვიდან ვიღაცამ შეიძლება თქვენი შესაძლებლობები გამოიყენოს და თქვენით მანიპულირება მოახდინოს. ყურადღება მიაქციეთ რას ჭამთ, რათა საჭმლის მომნელებელი სისტემა არ გააღიზიანოთ.

მერწყული

სახლის დასუფთავება და პირადი ნივთების მოწესრიგება დღის პირველი ნახევრისთვის უნდა დაგეგმოთ, საღამოს კი დასვენების დრო გამონახოთ. სავარაუდოდ, საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ახალ ინფორმაციას მოგაწოდებენ. მოერიდეთ ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს, რათა ხვალ დილას თავის ტკივილით არ გაიღვიძოთ.

თევზები

მოზღვავებული ენერგია და მოქმედების სურვილი დაწყებული საქმეების დასრულებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი შეხვედრა და საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბარია მოსალოდნელი. ვიღაც თქვენს გადაწყვეტილებას ელის და ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ.

წყარო: ფანთაიმი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა