თეგებით ძიება

"ამაზე ცინიკური არაფერი მომისმენია...ვინც სტუდენტებს აკრიტიკებს, უჭირს წარმოდგენა, რამხელა გამოწვევების წინაშე დგანან..." - ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ვინც დღეს სტუდენტებს აკრიტიკებს, უჭირს წარმოდგენა, რამხელა გამოწვევების წინაშე დგანან ის ახალგაზრდები, რომლებთა ოჯახებს მათი ელემენტარული ფინანსური დახმარება არ შეუძლიათ. მე ვიცი, რადგან ჩემს უახლოეს ნათესავს მთლიანად მე რომ არ ვუზრუნველყოფდე საცხოვრებლით და საარსებო ფულით, ვერ ისწავლიდა მისი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ახლა გადასარევად სწავლობს, იმდენად კარგად, რომ გამორჩეული სტუდენტია და სტიპენდიასაც იღებს. მაგრამ რამდენ სტუდენტს ჰყავს ნათესავი, ვისაც მისი სრული უზრუნველყოფა შეუძლია - ძალიან, ძალიან ცოტას !!!! სტუდენტები, რომლებიც აქ ჩამოდიან არსებობისთვის იბრძვიან და არა სწავლისთვის, მუშაობენ მიზერულ ხელფასებზე სუპერმარკეტებში, სადაც გაუსაძლისი პირობებია. 200-300 ლარად ახლა საცხოვრებელსაც ვერ ქირაობენ, საარსებო ფულზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასეთი სტუდენტი ვერც კარგად სწავლას შეძლებს და ვერც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობით დაინტერესდება - რადგან საარსებო პირობებისთვის იბრძვის. არ არსებობს იმაზე სამართლიანი მოთხოვნა, ვიდრე მათთვის საერთო საცხოვრებელის აშენებაა, რითაც ერთი ფუნდამენტური პრობლემა მოეხსნებოდათ. ეს ახალგაზრდები უკვე ლამის ორი თვეა ითხოვენ რექტორთან შეხვედრას და ის არ ხვდება - ერთხელ შეხვდა სახეზე ცინიკური ღიმილით. ცინიკური ღიმილი ეფინა სახეზე იმ კაცს, რომელიც თავად პლაგიატიზმშია მხილებული, აკადემიურ სფეროში ყველაზე მძიმე და სამარცხვინო დანაშაულში და რომელმაც ამაზე მითითების გამო, გულისამრევად იძია შური პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილზე. ხოდა ეს პლაგიატო კაცი ეუბნება სტუდენტებს, რომ გადაწერის საშუალებას არ მოგცემთ ონლაინ გამოცდებითო. ამაზე ცინიკური მე არაფერი მომისმენია. მეგობრებო, ძალადობის სურვილს შობს დიდი უსამართლობის განცდა და სასოწარკვეთა, რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, რომ შენი პრობლემების მიმართ მგძნობიარე არავინაა - არც უნივერსიტეტი, არც ხელისუფლება, არც ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, არც მედია. ხოდა, მორჩით კეკლუცობას. ძალადობა რომ ცუდია ეს ყველამ ვიცით და შეხსენება არ მჭირდება", - წერს კვესიტაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა