თეგებით ძიება

"ჩემი ოჯახის 3 წევრი ამერიკაში მუშაობს... მხოლოდ ქართველები რატომ ვახერხებთ მოუქნელი ტრაგედიების მოწყობას?" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ თსუ-ში დისტანციური სწავლის გამო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"რა მაგის პასუხია და ამასობაში, ჩემი ოჯახის სამი შრომისუნარიანი წევრი ამერიკაში მუშაობს, ერთი ოფლაინ და ორი ჰიბრიდულად ონლაინ-ოფლაინ. მეც ნაწილობრივ, ოღინდ ბევრად უფრო ნაკლები საქმე მაქვს "იქით", მაგრამ რამდენიც მაქვს, იმისთვისაც, რაც პანდემიაა, საზღვრის გარეთ საქმეზე ფიზიკურად თითქმის არ წავსულვარ, ზუმით ვაგვარებ ყველაფერს. ხოდა აწი სწავლაც ეგრე უნდა იყოს და იქნება კიდეც. რაც დრომ მოიტანა, ის მხოლოდ მეტად დაკანონდება, უკან აღარ დაბრუნდება. ხოდა მხოლოდ ქართველები რატომ ვახერხებთ ასეთი მარტივი და მოქნილი საკითხების გამო მოუქნელი ტრაგედიების მოწყობას?", - წერს ნათია ფანჯიკიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა