თეგებით ძიება

"სირცხვილია, რაც ეხლა დინამოსთან ხდება..." - რატომ "გაქრა" საქართველო-ბულგარეთის მატჩის ბილეთები და რა ღირს ის "შავ ბაზარზე"?

დღეს, საქართველოსა და ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებების თამაშია. მატჩამდე ორი დღით ადრე ბილეთები ელექტრონულად უკვე აღარ იყო ხელმისაწვდომი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, "დინამო არენას" სალაროებთან ე.წ. გადამყიდველებს აღმოაჩნდათ და ისინი, ბილეთებს, რომელთა საწყისი ღირებულება 5 ლარი იყო, 150 ლარადაც ჰყიდიდნენ.

"Tkt.ge -ზე ბილეთები ამოწურულია. ბილეთის საწყისი ფასი 5 ლარია, მაგრამ ჰოი საოცრებავ, დინამო არენას სალაროსთან მისულს, შემოულაწუნეები დამხვდნენ და 150 ლარად გიფეშქაშებთო... იქ რაც მოხდა ყველას გაგაკვირვებთ.... ბილეთი უფასოდ კი წამოვიღე, მაგრამ...", - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნატა ხორავა.

საკითხს, ჟურნალისტი, ზურა ვარდიაშვილიც ეხმაურება და შესაბამის სამსახურებს პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს.

"ადრე არ იდგა ეს პრობლემა ეგრე მწვავედ.
ახლა, ბიჭებმა ეგრე თუ გააგრძელეს, დადგება.
გადამყიდველებს ვგულისხმობ.
რამე უნდა მოუხერხდეთ.
სირცხვილია, რაც ეხლა დინამოსთან ხდება", - წერს ვარდიაშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა