თეგებით ძიება

"რამ მიიყვანა სტუდენტები აქამდე? პასუხი ნათელია, აბუჩად აგდებამ" - ლამარა აბჟანდაძე თსუ-ში განვითარებულ მოვლენებზე

ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე თსუ-ში სტუდენტების აქციებს და მათ მიერ პროტესტის ძალადობრივ გამოხატვას, სოცალურ ქსელში ეხმაურება:

"1948-53 წლებში ვსწავლობდი მაშინდელ სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ დროს ჩვენი რექტორი იყო ნიკო კეცხოველი, კაცი ლეგენდა, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი, სტუდენტების დამცველი. ეს წლები ჩემთვის განუმეორებელია, რადგან ამ წლებში ჩამოვყალიბდი, როგორც მოქალაქე, რომელიც არ უნდა შეეგუოს უსამართლობას, რომელიც თავდაუზოგავად უნდა შრომობდეს და ასე აღწევდეს მეცნირების მაღალ დონეზე შესწავლას, ადამიანი, რომელმაც პატივი უნდა სცეს სხვა ადამიანს.. მაგრამ ახლა. . . შევიხედოთ უნივერსიტეტში. . . სრული დომხალია. გაღიზიანებული, გაგიჟებული სტუდენტები, რას აკეთებენ ,თითონაც არ იციან. მოდით დავსვათ კითხვა; რამ მიიყვანა ეს ახალგაზრდები აქამდე? პასუხი ნათელია, სტუდენტების აბუჩად აგდებამ, მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესებამ. განსაკუთრებით რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტების ყოფა გახდა აუტანელი. როცა უნივერსიტეტის ლექტორ- მასწავლებლები სტუდენების საცხოვრებელ პირობებს არ ითვალისწინებენ, როცა ისინი თავისი კეთილდღეობისათვის ზრუნვაში ივიწყებენ სტუდენტს, როგორც ადამიანს, როგორც მოქალაქეს, რომელსაც სჭირდება მზრუნველი ხელი, ცხადია, აქ იწყება ლექტორებსა და სტუდენტებს შორის გაუცხოვება. სწორედ ამან მიიყვანა დღეს ახალგაზრდები იმ მდგომარეობამდე, რასაც ეს ბოლო ორი დღეა ვუყურებთ. და კიდევ რთი. მე გაოცებული ვკითხულობდი კომენტარებს იმ მოქალაქეებისა, რომლებიც სწავლა აღზრდის საკითხში დილეტანტები არიან. " გარიცხეთ ყველა", " მათ სწავლა არ უნდათ". მომაგონდა ბოლშევიკების დრო, როცა ისინი მთელი ხმით გაჰყვიროდნენ "დაიჭირეთ, გადაასახლეთ, მოკალით". ასე არ შეიძლება, დაფიქრდით ხალხო!", - წერს აბჟანდაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა