თეგებით ძიება

“სპეცოპერაციის” შემდეგ სარეაბილიტაციოდ ჩამოსულ ორკებს უფრო გავდნენ” – რა ვიდეოს აქვეყნებს დავით ქაცარავა ?

ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას“ ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

"ამ წუთას ქალაქის გასასვლელში დავაფიქსირეთ პიკაპი რუსული ნომრებით, რომელშიც მინ 3 ბრგე, სლავური ვიზუალის, მილიტარისტულ ფორმაში გამოწყობილი ტიპი, რომლებსაც ტურისტული შესახედაობა საერთოდ არ ჰქონდათ.
მანქანის ნომერი ტამბოვის რეგიონს ეკუთვნოდა.

მანქანა გავაჩერეთ და გადავწყვიტეთ ახლოდან დაგვეფიქსირებინა "ჯიგრები".
მივუახლოვდით თუ არა, ეგრევე დაიძრნენ, ჩვენს გაჩერებამდე კი გვერდით მიყენებულ range Rover (რუსული ნომრებით)ში მჯდარ, ანალოგიური ვიზუალის რუსორკებს ესაუბრებოდნენ.

შესაძლოა, ტამბოველი ტურისტებიც იყვნენ, მაგრამ უფრო"სპეცოპერაციის" შემდეგ სარეაბილიტაციოდ ჩამოსულ ორკებს უფრო გავდნენ.
ხოდა რა ვიცი, იქნებ სავიზო რეჟიმი მაინც დავუწესოთ, თუ ამაზეც "აბა ომი გინდა ბრატ" ბაზარია?

პ.ს.
პოლიციაში განვაცხადეთ და ზარი ზარზე შემოდის.
მადლობა აქტიურობისთვის.
იმედია, გადაამოწმებენ "ტურისტებს", - წერს დავით ქაცარავა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა