თეგებით ძიება

"ვიღებთ ბანდიტურ სახელმწიფოს, რომელიც აკნინებს საკუთარ ხალხს..." - რას წერს დემურ გიორხელიძე?

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"პრობლემის ხედვა სულ სიღრმეში, ანუ
ისე, როგორც ეს სინამდვილეში არის:

სახელმწიფოსა და საზოგადოების მდგომარეობა არა
ხალხზე, არამედ ელიტებზეა დამოკიდებული
(ელიტას აქ ვიყენებ როგორც სოციოლოგიურ ტერმინს
და არა რაიმე "პრივილეგირებულ" ჯგუფს):
ძალაუფლებას ფლობს არა მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფი ჯგუფები, არამედ, ძალაუფლებას ფლობენ
მსხვილი საფინანსო-სამეურნეო ჯგუფები და
ერის ინტელექტუალური ჯგუფები, რომლებიც გავლენას ახდენენ ხალხზე. თუ ეს სამი ელიტა ერთად იკვრება,
ვიღებთ ბანდიტურ სახელმწიფოს, რომელიც აკნინებს
საკუთარ ხალხს და აკნინებს სახელმწიფოს!

ამდენად, საქართველოში შექმნილ მდგომარეობაში ლომის წილი სწორედ უპასუხისმგებლო, ხარბ და მტაცებელ პოლიტიკურ და საფინანსო-სამეურნეო ელიტებს მიუძღვით, რომლებსაც ყმურად, გასამრჯელოს ფასად ემსახურებოდა ე.წ. "საქართველოს ინტელექტუალური ელიტა"
ხალხი წყვეტს მთავარს - გაუცნობიერებელი ხალხი ემოციურ დონეზე წყვეტს ხელისუფლების საკითხს, - ემოციის დონეზე ირჩევს ხელისუფლებას, ნულოვანი პრაგმატული მოსაზრებებითა და საღი მოსაზრებების გარეშე!
ამის შემდეგ ხალხი საქართველოში პრაქტიკულად ვერანაირ გავლენას ახდენს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სიტუაციებზე - მათზე სრული გავლენა შესაბამის ელიტებს აქვთ: ესენი ერთი ჯგუფია: მმართველი პოლიტიკური ჯგუფი, ეკონომიკურ-ფინანსური ჯგუფი (ე.წ. ოლიგარქები) და ინტელექტუალური ე.წ. მომსახურე ელიტა.

ასეთ ელიტებს, რაც საქართველოში ჩამოყალიბდა, -
არ შეუძლიათ გადაწყვიტონ საქართველოს განვითარების,
საზოგადოების კეთილდღეობისა და სახელმწიფოში საღი და სტიმულირებული აქტიური კანონიერი საქმიანობის გარემოს შექმნა.
რა აკლიათ ქართულ ელიტებს?!

(ა) განათლებულობა (ამ სიტყვის კლასიკური გაგებით);
(ბ) წესიერება (რადგან რასაც აკეთებენ, - უწესობაა);
(გ) ზნეობა (რადგან რასაც ვხედავთ, - უზნეობაა);
(დ) პასუხისმგებლობა, რომელსაც რწმენა უდევს საფუძვლად", - წერს ეკონომისტი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა