თეგებით ძიება

"მკვლელობის პატიების არაორდინარული რიტუალი: ხასო ხანგოშვილმა ხალხის თანდასწრებით, მემკვიდრის უნებლიე მკვლელობა აპატია..." - რას წერს ამირან არაბული?

პაბკისის უხუცესის, ხასო ხანგოშვილის შვილი ავტოავარიაში 11 ივნისს, ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ფოლკლორისტი ამირან არაბული წერს, ხანგოშვილმა შვილის მკვლელს სახალხოდ აპატია.

"გუშინ პანკისში, გებიშა ხანგოშვილის დაკრძალვის პარალელურად, პატიების არაორდინარული რიტუალი ჩატარდა: ხასო ხანგოშვილმა პანკისის ხეობის თვალწინ, დიდძალი ხალხის თანდასწრებით, თავისი მემკვიდრის უნებლიე მკვლელობა აპატია მეზობელი სოფლის მცხოვრებს!

ავტომანქანის წინდაუხედავ მართვას ემსხვერპლა ხუთი შვილის მამა,სიკეთით გამორჩეული,სამაგალითო ოჯახში დაბადებული და აღზრდილი ახალგაზრდა ადამიანი...და ვინაიდან სისხლის სამართლის საქმე ბრმა შემთხვევითობად ჩათვალეს,მკვლელისა და მოკლულის მამის ხანმოკლე დიალოგმა ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა წერტილი ორ გვარს შორის მტრობისა და შურისგების შესაძლო გაგრძელებას.

გულის დუღილს ცივი გონებით განსჯამ აჯობა და წესჩვეულების ხალხურმა ნორმამ უმაღლესი ჰუმანიზმის სასარგებლოდ თქვა თავისი გადამწყვეტი სიტყვა...
დუისის მწუხარე,დაძაბული დღე მშვიდად დაღამდა.სამართალდამცველთა ჩაურევლად მოგვარდა ურთულესი საკითხი.

ხასო ხანგოშვილი - ქისტების ადამიანური ღირსების განმასახიერებელი უხუცესთა საბჭოს წევრი - სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა!", - წერს არაბული.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა