თეგებით ძიება

„გავიხედე და ეს ქალი უზარმაზარი დანით ხელში დავინახე.. კაცმა არ იცის, რას გადავრჩით“ - რა შეემთხვა გოგა ჩანადირს ამსტერდამში?

კაცმა არ იცის, რას გადავრჩით - ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი, რომელიც ამჟამად ამსტერდამში იმყოფება სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

მოკლედ, ამსტერდამში ვარ ჯგუფთან ერთად. რამდენიმე ადამიანმა სასტუმროში მეტროთი დაბრუნება გადავწყვიტეთ. შევედით მატარებელში და თან შემოგვყვა მუსიკით მოსიარულე ქალი, რომელიც თან ცეკვავდა კიდეც. მეტროს თანამშრომელმა საოცარი სიმშვიდით მიუთითა, რომ დინამიკი გაეთიშა, მან კი გააპროტესტა და სხვა მხარეს გადაინაცვლა. რამდენიმე წამში ჩოჩქოლი ატყდა. გავიხედე და ეს ქალი უზარმაზარი დანით ხელში დავინახე. პურის დანას ჰგავდა. თუმცა, სათამაშო ხმალიც კი მეგონა. ბიჭები მიცვივდნენ, რომ წაერთმიათ, მაგრამ ქალმა ჩანთაში ჩაიდო. ძალიან აღელდა. ცოტახნისწინანდელი დარდიმანდობა სადღაც გაუქრა.  მგზავრები შფოთიანად მიმოიფანტნენ. არ ვიცი, საიდან, მაგრამ წამებში 15-მდე პოლიციელი გაჩნდა და პისტოლეტები მიუშვირეს, რომელიც ცეცხლსასროლს არ ჰგავდა. ქალმა ხელები ასწია და "ალაჰ აქბარის" თქმა დაიწყო. ჩვენ გამოგვყარეს, მატარებელს წასვლის ნებართვა არ მისცეს. მერე რა მოხდა, არ ვიცი. სასწრაფოდ დავტოვეთ მეტრო და ტაქსით წამოვედით.

კაცმა არ იცის, რას გადავრჩით - წერსგოგა ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა