თეგებით ძიება

"საშინელება... 9 თვის ორსული ქმარმა სასიკვდილოდ სცემა..." - აკა სინჯიკაშვილი

ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში გამაოგნებელი შემთხვევის შესახებ წერს და საზოგადოებას ჩართულობისკენ მოუწოდებს:

"საშინელება...

ბოკერიას კლინიკაში ქალმა იმშობიარა და ისეთი ნაცემია, თვალებში ვერ იყურება. აი თავპირი აქვს გაერთიანებული მართლა.

9 თვის ორსული ქალი ქმარმა მართლა სასიკვდილოდ სცემა და სასწრაფომ მოიყვანა აქ. რა სჭირს სახეზე არ იცით, ფოტოს ვერ დავდებ უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

ქალი საშინელ სტრესშია, ჩვენ კი გვითხრა ქმარმა მცემაო, სხვებთან ტირის და ამბობს არავის არ ვუცემივარ, წავიქეციო.

ეს რა თქმა უნდა პირველი შემთხვევა არ არის და ადრეც ბევრჯერ უცემია.

ეს ქალი რომ სახლში დავაბრუნოთ, აუცილებლად მოკლავენ! ზუსტად მაგისი ეშინია.

ქალს სჭირდება სახელმწიფოს და ადამიანების სრული თანადგომა, რომ უარესი შედეგი არ დადგეს. გამივრცელეთ ეს ამბავი, რომ საჭირო ადამიანებმა შეისწავლონ საქმე. დანარჩენს ყველაფერს ვეცდებით" - წერს აკა სინჯიკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა