თეგებით ძიება
15. 06. 2022 მსოფლიო

"უკრაინას მეტი მძიმე იარაღი უნდა ჰქონდეს" - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა მთლიანად იარაღზეა დამოკიდებული, რათა შეძლოს რუსეთის სასტიკი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

"დიახ, უკრაინას მეტი მძიმე იარაღი უნდა ჰქონდეს. ნატოს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა მიაწოდეს ასეთი იარაღი და აძლიერებენ ამ ძალისხმევას. 15 ივნისს ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება. ეს არის ფორმატი, რომელიც რამდენიმე თვის წინ რამშტეინის ბაზაზე დაარსდა. ეს ჯგუფი რეგულარულად იკრიბება ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, რათა უზრუნველყონ სხვადასხვა ტიპის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მძიმე იარაღი უკრაინისთვის. ისინი მთლიანად მასზე არიან დამოკიდებულები, რომ შეძლონ რუსეთის სასტიკი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა