ჩინეთმა წყნარ ოკეანეში კონტინენტთაშორისი რაკეტა გამოცადა
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულმა ძალებმა წყნარი ოკეანეში წარმატებით გამოცადა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რაკეტა წინასწარ შერჩეულ ადგილს ზუსტად მოხვდა. მისი გამოცდა სარაკეტო ძალების ყოველწლიური სამხედრო წვრთნების ფარგლებში მოხდა.
გამოცდის მიზანს ჯარების მომზადების დონისა და შეიარაღების ეფექტურობის შემოწმება იყო. ოფიციალურმა პეკინმა ჩასატარებელი წვრთნების შესახებ წინასწარ შესაბამისი ქვეყნები გააფრთხილა.