თეგებით ძიება

ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, მისი ორგანიზაცია კანონთან სრულ შესაბამისობაშია

„აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია კანონთან სრულ შესაბამისობაშია. მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიურო და სასამართლო ხელისუფლების ხელში რეპრესიული იარაღია.

ლაგაზიძე აღნიშნავს, რომ ბიურომ მათი ფინანსური ანგარიშები 6 სექტემბერს გამოითხოვა და ეს დოკუმენტაცია უკანონოდ ბიუროს ხელშია.

„კანონდარღვევით, კონსტიტუციის დარღვევით „ბანკების შესახებ კანონის” დარღვევით უკვე აქვს ეს ინფორმაცია „კორუფციულ ბიუროს“. შემდეგ, აქეთ გვამუნათებს, რომ 5 დღეში თუ არ მომაწვდით ამ ინფორმაციას, ახალი გადაწყვეტილების მიღება მომიწევსო. როგორც სასამართლო, ასევე „კორუფციული ბიურო“ არის პოლიტიკური ტერორისა და რეპრესიების იარაღი საქართველოს ხელისუფლების ხელში“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი გავრცელდება


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა