თეგებით ძიება

"არაფერ შუაშია გეოგრაფია - თვალი გაახილეთ" - თინა ხიდაშელი კობახიძეს პასუხობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"არაფერ შუაშია გეოგრაფია - თვალი გაახილეთ და პროპაგანდის მსხვერპლად ყოფნაში ნუ იპოვით სიმშვიდეს.
გეოგრაფიის პრობლემა თუ გვაქვს არც ევროპულ პერსპექტივას მოგვცემდა ვინმე.
დღეს ევრო კომისიამ თქვა რომ ვართ ევროპული სახელმწიფო დავიქნებით ევროკავშირის წევრი -
პერპექტივა უკვე გვაქვს,
ხვალ შეიძლება დავბრუნდეთ სქემაში რომელიდაც ეხლა ამოვვარდით და კანდიდატის სტატუსიც მივიღოთ
თუკი იმას გავაკეთებთ რაც სინამდვილეში ჩვენს სახელმწიფოდ შედგომას ჰაერივით სჭირდება:
პოლიტიკური პოლარიზაციის, ანუ ამ ზიზღის დასასრული;
გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმა;
ანტი-კორუფციული სამსახურების გაძლიერება და ეფექტურობა;
დე-ოლიგარქიზაცია;
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
მედია პლურალიზმის, თავისუფლების უზრუნველყოფა;
თანასწორობის უზრუნველყოფა და დამნაშავეების დასჯა;
სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის უზრუნველყოფა;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვტილებების პროაქტიულად უზრუნველყოფა.
ამავე გადაწყვეტილებაში წერია, რომ პრინციპში ნორმალურად მიდიოდა საქმე მაგრამ ბოლო პერიოდში ქვეყნის პროგრესი სერიოზული საფრთხის წინაშე დადგაო.
მთავარი კითხვაა ეს ვინ უნდა გააკეთოს?
ღარიბაშვილის მთავრობა რომ არც მოსურნეა და არც უნარიანი სრულიად ერთმნიშვნელოვანია, დღეს მორიგ ჯერზე დაადასტურეს პირველივე განცხადებებით;
როგორ იქცევიან ასეთ დროს ევროპული დემოკრატიულები?
ის ხელისუფლება სახლში მიდის რომელმაც ასეთი მარცხი განიცადა;
არჩევნებამდე მოდის ტექნიკური / პროფესიული მთავრობა რომელიც უნარიანი რეფორმების დღის წესრიგი რეალობად აქციოს", - წერს ხიდაშელი.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა