თეგებით ძიება

აქციის მონაწილეები იყენებენ გაურკვეველი წარმოშობის მხუთავ აირსა და გაზს, რომელიც ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება - შს მინისტრის მოადგილე

თითოეული აქციის მონაწილე იყენებს სხვადასხვა საგნებს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს აუცილებლად გაარკვევს როგორ მოხვდა აქციის მონაწილეების ხელში აღნიშნული საშუალებები.

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ თითოეული აქციის მონაწილე იყენებს სხვადასხვა საგნებს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზებს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება და საიდან მოხვდა მათ ხელში ძალიან საინტერესოა. ამით აუცილებლად დავინტერესდებით და გავარკვევთ, როგორ მოხვდა ამ ადამიანების ხელში ეს საშუალებები. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან იქნა კანონით გათვალისწინებული სპეცსაშუალებები გამოყენებული. ასე რომ, კატეგორიულად უარვყოფთ და ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ამ ეტაპის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთ თანამშრომელს რეზინის ტყვია არ გამოუყენებია“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა