თეგებით ძიება

"1992 წლის საქართველოს 2022 წლის საქართველო მირჩევნია კანდიდატის სტატუსის გარეშე!" - ბაკურ ბაკურაძე

რეჟისორი, ბაკურ ბაკურაძე რუსეთ-უკრაინის ომზე სოციალურ ქსელში წერს:

"1992 წელს, რა მდგომარეობაშიცაა დღეს უკრაინა და მოლდვა ერთად, გვეუბნებოდნენ ვერაო, გამორიცხულიაო, ჯერო რეფორმებიო. ახლა გვითხრეს ყველაზე წინ ხართო, მაგრამ ახლა პოლიტიკურად ასეა საჭირო, რომ 1992 წელს რომ იყავით ისე იყოთო და აქ ბევრი ძალიან მკვახე სტატუსებს რომ ისვრის ძალიან ვთხოვ ჭკუას მოუხმოს (რომელიც აქვს) და პირადი მოტივებით ნუ გახდება მიკერძოებული!
ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ევროპული ტიპის სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც არის მშვიდობა, კეთილდღეობა, თავისუფლება, წინსვლა და პროგრესი!
ასე, რომ მივხედოთ ჩვენს ქვეყანას და ვინ როდის და როგორ გახდება რომელი ორგანიზაციის წევრი ამას დრო და ცხოვრება გვიჩვენებს!
ყველა შემთხვევაში, 1992 წლის საქართველოს 2022 წლის საქართველო მირჩევნია კანდიდატის სტატუსის გარეშე!", - წერს ბაკურაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა