თეგებით ძიება

"ყველას დანაშაულია ის, რომ საზოგადოება ვერ იაზრებს და ვერ ელევა რუსულ გემოვნებას" - რას წერს დედა სიდონია?

დედა სიდონია სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს, ძალიან თავაზიანად ვთხოვე მუსიკალური ჩანაწერების გამყიდველს გამოერთა რუსული სიმღერა, რომელიც მთელს ტერიტორიაზე "ჟღერდა".
გამიღიმა, გამორთა და იცით რა მითხრა.

ეს თქვენ გაწუხებთ თორემ, მე არაო, ყველა უსმენს მაინც და რა აზრი აქვს მე თუ გაგიწევთ ანგარიშს, ამით რა შეიცვლებაო.

ვფიქრობ, ყველას დანაშაულია ის, რომ საზოგადოება ვერ იაზრებს და ვერ ელევა რუსულ გემოვნებას, და რჩებიან მენტალურ ბმაში....
ყველა ის, ვისაც ხელეწიფება საზოგადოებაზე გავლენა, არასათანადოდ უკვირდება საზოგადოების მაჯისცემას.
მიზანში არ ვართ დარწმუნებული თუ, არასათანადო ენთუზიაზმი გვაქვს?", - წერს დედა სიდონია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა