თეგებით ძიება

"ცოდვას ვერ დავიდებ, რუსული ფქვილით პურს ვერ გამოვაცხობ..." - როგორ გინდა, ეს ხალხი დაამარცხო?" - ქართველი მეპურეების დიალოგი, რომელიც აგატირებთ

ბლოგერი, დავით ჩუთლაშვილი ქართველი მეთონეების დიალოგს, რომელიც მან სამარშრუტო ტაქსიში მოისმინა, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"გუშინ ასეთ საუბარს შევესწარი სამარშუტო ტაქსიში, გურჯაანიდან ყვარლისკენ მიმავალი: ჩემ ზურგსუკან ორი შუახნის ტანსრული ქალი საუბრობდა. ორივე თონის მფლობელი ჩანდა. ეტყობა, პურს აცხობდნენ და ყიდდნენ. ერთი ქალი ეკითხება მეორეს:

“რა ქენი აბა? იყიდე ის ფქვილი, გუშინ მე და შენ დოდომ რომ გვირჩია?”
“მივედი, ვნახე, მაგრამ არ ვიყიდე.”
“რატომ?”
“იმიტომ, რომ რუსულია. ცოდვას ვერ დავიდებ, რუსული ფქვილით პურს ვერ გამოვაცხობ.”
“ჰო, მართალია, თუ რუსულია, როგორ უნდა გამოაცხო,” - ეუბნება ის, ვინც საუბარი წამოიწყო, ცოტახანს ჩუმდება და მერე აგრძელებს: “მე მირჩევნია, 5 ლარით ძვირი მივცე ფქვილში, თუნდაც 10 ლარით ძვირიც, ოღონდ რუსულ ფქვილს არ ვიყიდი. მირჩევნია, რაღაც-რაღაცებზე ვთქვა უარი...”
ძვირფასო მეგობრებო, განა ეს გმირობა არ არის? უნამუსო ვიყო, ტირილი მომერია. ცრემლები ღაპაღუპით ჩამომივიდა ღაწვებზე და ქუდში მაგრად შევრგე თავი, ვინმეს რომ არ ეთქვა, ამხელა კაცს რა ჯანდაბა ატირებსო.
როგორ გინდა, ეს ხალხი დაამარცხო? ქართველი ხალხის დამარცხება შეუძლებელია! ", - წერს ჩუთლაშვილი.


"ცოდვას ვერ დავიდებ, რუსული ფქვილით პურს ვერ გამოვაცხობ..." - როგორ გინდა, ეს ხალხი დაამარცხო?" - ქართველი მეპურეების დიალოგი, რომელიც აგატირებთ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა