თეგებით ძიება

Tia. ge-ს კვლევა: "ოცნება" - 40.5%, "ენმ" - 16%, "ახალი" - 13% – ხვალ რომ არჩევნები იყოს, მმართველი პარტია უმრავლესობას დაკარგავდა

საინფორმაციო სააგენტო Top Information Agency (Tia.ge)-მ წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის რიგით მე-3 კვლევა ჩაატარა. 28 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით გამოკითხული იქნა 1500 რესპოდენტი. გამოკითხვა მიმდინარეობდა ქუჩაში პირისპირ, სოციალური ქსელით და სატელეფონო კომუნიკაციის გზით. 1500 გამოკითხულიდან, 1000 თბილისზე მოდის. გამოკითხულებს პასუხი უნდა გაეცათ შეკითხვაზე: "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?"

შედეგები ასეთია:

"ქართული ოცნება" - 36.2%

• "ნაციონალური მოძრაობა" - 13.7%

• გვარამია/მელია - "ახალი" - 8.8%

• "ლელო" - 4.9%

• გახარია - "საქართველოსთვის" - 4.3%

• ელისაშვილი - "მოქალაქეები" - 1.9%

• "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1.7%

• ანა დოლიძე - "ხალხისთვის" - 1.6%

• "ევროპული საქართველო" - 1.4%

• იაგო ხვიჩია - "გირჩი" - 1.4%

• "ხალხის ძალა" - 1.3%

• "ლეიბორისტული პარტია" - 1.2%

• სხვა პარტიები - 2%

• არ ვიცი/ჯერ არ გადამიწყვეტია - 12.2%

• არცერთი/არ მივდივარ არჩევნებზე - 7.4%

ჩვენ ვეცადეთ მონაცემების ალოკაცია. ამისთვის გამოვიყენეთ ჩაკითხვის მეთოდი და დამატებითი კითხვები.

ალოკაციის შედეგები ასეთია:

• "ქართული ოცნება" - 40.5%

• "ნაციონალური მოძრაობა" - 15.8%

• გვარამია/მელია - "ახალი" - 13.1%

• "ლელო" - 6.7%

• გახარია - "საქართველოსთვის" - 5.8%

• ელისაშვილი - "მოქალაქეები" - 2.6%

• "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 2.1%

• ანა დოლიძე - "ხალხისთვის" - 1.9%

• "ევროპული საქართველო" - 1.7%

• იაგო ხვიჩია - "გირჩი" - 1.6%

• "ხალხის ძალა" - 1.5%

• "ლეიბორისტული პარტია" - 1.4%

• სხვა პარტიები - 2.2%

• ალოკაცია ვერ მოხერხდა - 3.1%

ჩვენმა საინფორმაციო სააგენტომ პირველი კვლევა მარტში გამოაქვეყნა. ბოლო კვლევა კი 3 კვირის წინ ჩატარდა, რომლის შემდეგ შეიმჩნევა მმართველი პარტიის მხარდაჭერის შესუსტება და შედარებით პატარა ოპოზიციური პარტიების გაძლიერება. შემცირებულია ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი და გაზრდილია გვარამია-მელიას პოლიტიკური გაერთიანების. დედაქალაქში მართველი პარტიისა და ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი კიდევ უფრო მცირეა, ხოლო დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მაღალი. წინა კვლევებთან შედარებით აღსაღნიშნავია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ნაკლები წილი და არჩევნებში სავარაუდო მონაწილეობის ძალიან მაღალი დონე. გამოკითხულთა 77% აპირებს აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა ოქტომბრის არჩევნებში, 16% დიდი ალბათობით მიიღებს, ხოლო არ მიიღებს მხოლოდ 7%.

თუ ჩავთვლით, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ასეთი შედეგი დადგება, გამოდის "ქართული ოცნება" პარლამენტში უმრავლესობას ვერ იღებს და მას 76 ადგილამდე, რამდენიმე მანდატი აკლდება. ეს კი აჩენს მაღალ შანსს ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების.

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა