"როცა ორმოში ხარ, შეწყვიტეთ თხრა, ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს" - ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი კობახიძეს
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს.
ამ განცხადებით ილვესი კარლ ბილდტზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება:
"როცა ორმოში ხარ, შეწყვიტეთ თხრა. როცა ასე ღრმად ხარ, უბრალოდ გააგრძელე ჩინეთამდე. ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს", - წერს ილვესი.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს, "ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან".