თეგებით ძიება

მიტინგზე გადაწყვიტა 5- მა კაცმა, რომ მთავრობა შექმნას? - ასე არ ხდება - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების" დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მოთხოვნები მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტების თაობაზე არასერიოზულია. ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ თუ გაწერილ 12 პუნქტს „ქართული ოცნება“ არ შეასრულებს, ამის შემდეგ შეიძლება საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე და სხვა საკითხებზე.

„გულდასაწყვეტია, რომ ამხელა ენერგია წავა გადაუჭრელი საკითხის გადაწყვეტისკენ და ვიცით, ეს რითაც დამთავრდება - არც ღარიბაშვილი წავა და არანაირი ტექნიკური მთავრობა არ იქნება. გულდასაწყვეტია, რომ ეს ძალისხმევის ასხლეტის და გადატანის გზაა. მთელი ძალისხმევა მიტინგის ორგანიზატორებისაც, ოპოზიციისაც, „ქართული ოცნებისაც" მიმართული უნდა იყოს, რომ ის 12 პუნქტი შევასრულოთ, დანარჩენი სხვა ყველა ძალისხმევა ჩემთვის გაუგებარი და არასერიოზულია. რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, მიტინგზე გადაწყვიტა 5- მა კაცმა, რომ მთავრობა შექმნას? - ასე არ ხდება. ანაბანაა პოლიტიკური მეცნიერების რომ მთავრობას აკომპლექტებს ის, ვინც არჩევნებში მიიღებს უმრავლესობას. ჩემთვის გაუგებარია, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს რეალური ჰგონია, რომ ღარიბაშვილს გადააყენებენ, მთავრობას დააკომპლექტებენ, თვითონ იქნებიან მინისტრები და დეოლიგარქიზაცია, ნორმალური სასამართლო და დეპოლარიზაცია მიუღწეველი ჰგონიათ, ეს ჩემთვის გამაოგნებელია,"- განაცხადა ელისაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა