რატომ დატოვეს "ქართული ოცნება" დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა? - მამუკა მდინარაძე განმარტავს
ცვლილებები "ქართულ ოცნებაში" - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი "ქართული ოცნების" ფრაქციას, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან.
მიზეზად მამუკა მდინარაძემ "ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი" დაასახელა.
"მათი აზრით, დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი გადაწყვეტილება გააკეთოს.
მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს", - თქვა ფრაქციის თავმჯდომარემ.