თეგებით ძიება
08. 07. 2022 მსოფლიო

უკრაინის დროშა ყირიმში აფრიალდება, ჩვენ ამ დრაკონს დავამარცხებთ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის დროშა ყირიმის თავზე ისევ აფრიალდება.

"ვინც განწირულია სახოხად, ის ზმეინის იმათ ვერ წაართმევს, ვინც საფრენად დაიბადა. სწორედ ამიტომ აღიმართა ლურჯ-ყვითელი დროშა კუნძულზე და ერთ დღეს ის აუცილებლად აღიმართება ნახევარკუნძულზე, ყველა ჩვენს ოკუპირებულ ქალაქსა და სოფელში, ყველგან დაუკრავენ ჩვენს ჰიმნს“ - განაცხადა ზელენსკიმ.

"ჩვენ, უკრაინელები, მშვიდობისმოყვარე ერო ვართ. ერთადერთი, რაც გვსურდა, ეს თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება იყო. მაგრამ ღმერთს თავისი გეგმა აქვს. და იმ დრაკონის დამარცხება, რომლისგანაც ნახევარი მსოფლიო კანკალებდა, სწორედ ჩვენ გვერგო წილად. ჩვენ სამი დღე მოგვცეს, ჩვენ კი მეხუთე თვეა ვიბრძვით. გამოდის, რომ ჩვენ ამის ძალა შეგვწევს“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა