თეგებით ძიება

"მოდი, ცოტა სერიოზულები ვიყოთ… და არ! ვიმეორებ – არ დავაბრალოთ გიორგი (გია) კობახიძეს "КГБ – შნიკობა!.." – ირაკლი ტაბლიაშვილი

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი "ქართული ოცნების" თავჯდომარის, ირაკლი კობახიძესა და „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

"მოდი, ცოტა სერიოზულები ვიყოთ… და არ! ვიმეორებ – არ დავაბრალოთ გიორგი (გია) კობახიძეს КГБ – შნიკობა!..

არ დავაბრალოთ არა იმიტომ, რომ აუცილებლად არ იყო, არამედ იმიტომ, რომ ცნობა მისი КГБ-შნიკობის თაობაზე… უტყუარი ცნობა! არ გვაქვს!
თან, ლუსტრაციის კანონიც არ მიგვიღია! და რომც მიგვეღო, გია კობახიძეს ის არც შეეხებოდა – ადრინდელ, მანამდელ პერიოდს მოიცავდა და არა 80-იან წლებს!

მოკლედ, ნუ შევტენით მამა კობახიძეს საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას! ოღონდ…

და აი, ამ ოღონდის შემდეგ ვიტყვი სათქმელის ნაწილს… ოღონდ!

ჯერ ერთი, მე მანამდეც მსმენია, რომ მამა კობახიძე იმთავითვე იყო შეკრული საბჭოთა სპეცსამსახურებთან ზუსტად ისე, როგორც… როგორც ვთქვათ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთი, აწ გარდაცვლილი ლიდერი და, ედპ-დან, მის გარდა, კიდევ ერთი…

მეორე და მთავარზე უმნიშვნელო, მაგრამ, საინტერესო ფსიქოლოგიური დაკვირვება თუ სახელდახელო ანალიზი – როგორი რეაქციაც ჰქონდა გიორგი კობახიძის ვაჟს, ეს უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომ უფროსი კობახიძე თლად ბოლომდე კეთილსინდისიერი არ ყოფილა!

КГБ- შნიკი მამაშენია-დან დაწყებული, ყველა შემდგომი წინადადება, გვიათმაგებს ვარაუდს, რომ ყველაფერი სუფთად არ არის!

როგორ უნდა იქცეოდეს ამგვარ შემთხვევაში საჯარო პირი? როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს მას… თუ, მით უფრო, უბრალოა?..

უნდა იღიმოდეს! და აგრძელებდეს საქმიან თემებზე პასუხის გაცემას!

არ შვრება ასე და იჭრება ირაკლი გიორგის-ძე? ამით ის, ვიმეორებ – აათმაგებს ფიქრებს, რომლებიც მე ჯერ კიდევ 80-იანი წლების მიწურულიდან მაქვს უფროს კობახიძეზე!

ახლა კი მთავარი – ჩვენ განვიხილავთ საჯარო პოლიტიკოს ირაკლი კობახიძის ქმედებას მაშინ, როცა დასმული კითხვა არასასიამოვნო, მისთვის მიუღებელი იყო!
ჩვენ არ განვიხილავთ გიორგი (გია) კობახიძის დასაშვებ ქმედებას – შეკვრა-შედუღაბებას რუსეთის სპეცსამსახურებთან!

ირაკლი კობახიძეა კრიტიკის სუბიექტი!

და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასე ესაუბრა ჟურნალისტს! თავი ვერ მოთოკა და ა.შ.

არამედ იმიტომ, რომ… ვერაა!

აი, უბრალოდ! ვერაა… მატორზე! და თვალებზეც ეტყობა, რომ ვერაა!

ქვეყანას მართავს პოლიტიკოსი, რომელიც ვერაა!”, – წერს ტაბლიაშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გუშინ „მთავარის“ ჟურნალისტ შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვით მიმართა, რომ დავით არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა "კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?

"კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ..სირცხვილია, სახე დაკარგეთ..ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც...სამარცხვინო შენ....“, - მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა