რა უპირატესობა აქვს ალუმინის კარ-ფანჯარას - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
ბინაში კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ხარისხიანი კარ-ფანჯარაა. ბაზარზე მისი მასალის, ასავე სტილისა და დიზაინის მრავალი ნაირსახეობაა წარმოდგენილი. დღეს გვინდა ალუმინის კარ-ფანჯარაზე გესაუბროთ,
უკვე დიდი ხანია ალუმინის კარ-ფანჯარა სარემონტო მასალების ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს. ლამაზი, ეკოლოგიურად სუფთა, მყუდრო - ეს ის კრიტერიუმებია, რის გამოც მომხმარებელი არჩევანს სწორედ ამ მასალაზე აჩერებს. ყველაზე მთავარი კრიტერიუმი კი მისი გამძლეობა გახლავთ.
ალუმინის კარ-ფანჯარა ორი სახეობისაა - იზოთერმული და ალდოქსი. მათ შორის ხარისხსში დიდი განსხვავებაა. საუკეთესოა იზოთერმული, რადგან იგი სამკამერიანია, ალდოქსი კი ერთ კამერიანი.
ალუმინის კარ-ფანჯრის ძირითადი უპირატესობებია:
სიმტკიცე – მაგნიუმისა და სილიციუმის დანამატების წყალობით პროფილი ფაქტიურად ნებისმიერი წონისა და კონფიგურაციის მინაპაკეტს უძლებს. ეს ალუმინის ერთ-ერთი ყველაზე წონადი უპირატესობაა;
საიმედოობა – პროფილი კარგად უძლებს დარტყმებს, ცვეთისადმი მდგრადია, ადვილი მოსავლელია, ხოლო დაზიანებები ადვილი გამოსასწორებელი;
გარემო ფაქტორების მიმართ მდგრადობა – ალუმინის პროფილი უძლებს წვიმას, თოვლს, მზის სხივების პირდაპირ ზემოქმდებას, ტემპერატურულ რყევებს და მჟავისშემცველ ნალექებსაც კი. სპეციალური საღებავის საფარი კიდევ უფრო ზრდის მის გამძლეობას;
სიმსუბუქე – კონსტრუქციის დაბალი წონა თამამი დიზაინერული გადაწყვეტილებების განხორციელების საშუალებას იძლევა;
გამძლეობა – ბევრი მწარმოებელი ალუმინის ფანჯრებზე 50-80 წლიან გარანტიას იძლევა. ამ მახასიათებელით ალუმინი სხვა მასალებზე უფრო დაწინაურებულია;
ეკოლოგიურობა – ალუმინი ბუნებრივი ელემენტია, წარმოების ტექნოლოგია ტოქსიკური მასალების გამოყენებას არ ითვალისწინებს, ამიტომ პროფილი ჰაერში მავნე ნივთიერებას არ გამოყოფს;
პლასტიურობა – ეს თვისება ალუმინისგან ნებისმიერი ფორმის კარ-ფანჯრის დამზადების საშუალებას იძლევა;
ესთეტიკური იერსახე - ალუმინის ჩარჩოები არის გაცილებით ვიწრო, ვიდრე მეტალოპლასტმასი. ეს ანიჭებს მას სუფთა, მინიმალისტურ სტილს, რაც თანამედროვე სახლებში საკმაოდ პოპულარულია. ასევე, თხელი ჩარჩოების უპირატესობაა ის, რომ იგი სინათლის კარგი გამტარია. ასე, რომ თუ თქვენი ოთახიდან ლამაზი ხედი იშლება, ამ ასპექტის გათვალისიწინება არჩევანის გაკეთების დროს უმნიშვნელოვანესია.
რომ შევაჯამოთ, ალუმინის კარ-ფანჯარა წარმოადგენს ყველაზე მტკიცე, უსაფრთხო, მსუბუქ და ფუნქციურ კონსტრუქციას, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტულ მიკროკლიმატს და მოხერხებულ ექსპლუატაციას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპტიმალურად შერჩეული ასეთი სისტემა მისი ანალოგიური პარამეტრების კონკურენტებზე ძვირი არ არის. შესაბამისად, მასზე არჩევანის შეჩერების შემთხვევაში ფანჯრების დაყენების/რემონტის პრობლება ათწლეულებით შეგიძლიათ დაივიწყოთ.