„გილოცავთ, აღფრთოვანებულ ბაბლს, სოხუმის ე.წ. პარლამენტის თავზე რუსეთის დროშა ფრიალებს!“ - ირაკლი მელაშვილი
ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი აფხაზეთში განვითარებულლ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
გილოცავთ, აღფრთოვანებულ ბაბლს, სოხუმის ე.წ. პარლამენტის თავზე რუსეთის დროშა ფრიალებს! ორი საათის წინ მოხდა. ტაში ამხანაგებო! ტაში! იმათაც გეხებათ, ვინც საოცრებებს წერდით, არიქა ბიძომ გააჩალიჩაო აფხაზეთს ვიბრუნებთო (როგორც ჩანს, ასეთებიც არიან, რომ ამის ჯერათ!) და იმათაც, ვინც აღფრთოვანებული წერდით, მაგალითი ავიღოთ აფხაზებისგან როგორ უნდა დავუპირისპირდეთ რუსულ ინტერესებსო! უკრაინაში რუსების მხარეს მებრძოლი Интернациональный Баталион "Пятнашка"-ს ლიდერ, ახრა ავიძბას და სურკოვის ხელის ბიჭ, ინალ არძინბას მიერ მოწყობილ ანტირუსულ რევოლუციას გაუმარჯოს! მე მგონი რეალობის აღქმის უნარს ვკარგავთ საერთოდ! - წერს მელაშვილი.