თეგებით ძიება

ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდეც მივედით, ასე იმსხვრევა მისი მითები საერთოდ - გახარია ივანიშვილზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა.

"სამწუხაროა ეს ყველაფერი, საიდან სადამდე, საკუთარ პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდეც მივედით, და ასე იმსხვრევა მისი მითები საერთოდ", - ამბობს გახარია.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა გაიმართა. ივანიშვილი საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

"გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა", - ამბობს ივანიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა