"ენით აუწერელი ტრაგედია... პიანისტი მარინა გაბუნია შვილის პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა" - თამარ ივერი
სოპრანო, თამარ ივერი აშშ-ში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე სოციალურ ქსელში წერს. მომღერლის ინფორმაციით, პიანისტი მარინა გაბუნია ტრაგიკულად დაღუპული შვილის ძაღლმა დაგლიჯა, რის შედეგადაც მუსიკოსი გარდაიცვალა.
"ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა. შესანიშნავი მუსიკოსი, პიანისტი მარინა გაბუნია საკუთარი შვილის პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა.
ორი კვირის წინ ქალს შვილი დაეღუპა ტრაგიკულად. მოტოციკლეტის ავარიით. დედამ შვილის პიტბული მასთან წამოიყვანა და ასეთი ტრაგიკული ფინალი. პიტბული უკიდეგანოდ ერთგულია მისი პატრონის და ეტყობა, ჩათვალა, რომ ამ ქლმა დააშორა ის მის პატრონს. არ ვიცი, რა როგორ მოხდა, მაგრამ მთელი ამერიკის მედია შეძრა ამ ამბავმა. სიტყვები უძლურია ასეთ ტრაგედიასთან. ეს ძაღლი ამ ბიჭის ტანსაცმელებზე არ აკიდებინებდა ხელს, იპარავდა და მათზე ეძინა თურმე. ეს ძაღლიც თავის ერთგულების მსხვერპლი გახდა და ეს მარინაც ასე დაღუპა ღმერთო. ადგილზე მოუკლავს პოლიციას...მაგრამ რაღა დროსი იყო. საოცრად მიყვარს ძაღლები, მაგრამ მებრძოლი ძაღლების პანიკურად მეშინია", - წერს თამარ ივერი.