ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 59 ქულა აიღო?
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. საბა მახარაძე ერთ-ერთი აბიტურიენტია, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება, 60 ქულიდან 59 აიღო.
როგორც "ფორტუნა" წერს, საბა მახარაძე ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. მას სწავლის გაგრძელება თავისუფალ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით სურს.
“რა თქმა უნდა, საკმაოდ კარგი შეგრძნებაა, იმედია, დანარჩენ საგნებშიც კარგ ქულებს მივიღებ.
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებზე მსურს ჩაბარება.
ყველა აბიტურიენტს წარმატებებს ვუსურვებ”, – ამბობს საბა მახარაძე "ფორტუნასთან" საუბარში.