თეგებით ძიება
02. 08. 2022 მსოფლიო

ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა მოხდეს - ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაეროს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია.

"რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი ინტერვენცია და ის დაკავებულია ბირთვული იარაღის უგუნური და საშიში ჟღარუნით, ხოლო მისი პრეზიდენტი უკრაინის თავდაცვის მხარდამჭერებს აფრთხილებს, ვციტირებ - „შედეგების შესახებ, რომლებიც თქვენ არ გინახავთ მთელი ისტორიის განმავლობაში“.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და ის ასევე ეწინააღმდეგება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელთა დაცვისკენ ჩვენ ყველა მივისწრაფვით.

თუმცა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და რის გამოც ჩვენ შევიკრიბეთ ამ კონფერენციაზე, ეს ქმედებები ასევე ეწინააღმდეგება გარანტიებს, რომლებიც მან უკრაინას 1994 წელს მისცა ე.წ. ბუდაპეშტის მემორანდუმით და რომლებიც იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას ჰქონოდა ნდობა, უარი ეთქვა ბირთვულ შეიარაღებაზე, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და რომელიც მის ტერიტორიაზე დარჩა.

რა გზავნილია ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის მსოფლიოში, რომელიც შესაძლოა, ფიქრობს, რომ მას სჭირდება ბირთვული იარაღი დაცვისთვის, თავდაცვისთვის, მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აგრესიის მოგერიებისთვის? ეს ყველაზე ცუდი გზავნილია“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა