თეგებით ძიება
07. 05. 2024 მსოფლიო

ბანკის თანამშრომლებმა მოვალის ცოლი მძევლად აიყვანეს

ინდოეთში კერძო ბანკის თანამშრომლებმა მოვალის ცოლი მძევლად აიყვანეს - ინფორმაციას News9Live ავრცელებს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მძევლის ქმარმა ოჯახში ფინანსური პრობლემების გამო კერძო ბანკიდან 35 ათასი რუპია ისესხა. მამაკაცმა ვალდებულება აიღო, რომ  ბანკს კვირაში 770 რუპიას გადაუხდიდა, მაგრამ გადახდა დააგვიანდა.

მას შემდეგ, რაც ბანკის ანგარიშზე ფულის ჩარიცხვა დაგვიანდა, ბანკის თანამშრომელი მოვალესთან სახლში მივიდა და მისი  ცოლის ძალის გამოყენებით ბანკის ფილიალში მიიყვანა. ამის შემდეგ მოვალეს ბანკიდან დაუკავშირდნენ და გააფრთხილეს, რომ მის ცოლს მანამდე დაიტოვებდნენ, სანამ ვალის გადახდა არ მოხდებოდა.

მოვალე სასწრაფოდ პოლიციას დაუკავშირდა და ფინანსურ დაწესებულებაში სამართალდამცავებთან ერთად მივიდა, თუმცა ცოლის გათავისუფლებამდე ვალის გადახდა მაინც მოუწია.

მომხდარს რაიონის მცხოვრებთა და ბანკის კლიენტთან პროტესტი მოჰყვა. ჯერჯერობით უცნობია აპირებს თუ არა პოლიცია გამოძიების დაწყებას. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა