თეგებით ძიება
07. 05. 2024 მსოფლიო

უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინა ვლადიმერ პუტინის რუსეთის დემოკრატიულად არჩეულ და ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარების სამართლებრივ საფუძველს ვერ ხედავს

უკრაინა ვლადიმერ პუტინის რუსეთის ფედერაციის დემოკრატიულად არჩეულ და ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარების სამართლებრივ საფუძველს ვერ ხედავს, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ. „არჩევნების“ დროს უამრავი საერთაშორისო დოკუმენტის დებულება დაირღვა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემის საფუძველს წარმოადგენს. ერთ-ერთ ასეთ დარღვევას რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე არჩევნების ორგანიზება წარმოადგენდა, სადაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება მილიონობით უკრაინის მოქალაქეს აიძულეს.

„რუსეთის ფედერაციის მსგავსი ქმედებები, მიუხედავად საერთაშორისო ინსტიტუტების გაფრთხილებისა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი ხელმძღვანელობა საკუთარ პასუხისმგებლობას არ აღიარებს და არ აპირებს უკრაინის წინააღმდეგ უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესია შეაჩეროს. ამ ფაქტებზე დაყრდნობით და ასევე, პუტინის დაპატიმრების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოქმედი ორდერის გათვალისწინებით, უკრაინა ვლადიმერ პუტინის რუსეთის ფედერაციის დემოკრატიულად არჩეულ და ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარების სამართლებრივ საფუძველს ვერ ხედავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჩეხეთმა, ესტონეთმა და ლატვიამ დაადასტურეს, რომ მათი წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას, რომელიც 7 მაისისთვის არის დაგეგმილი, არ დაესწრებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა