ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა
ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ამ დროისთვის უცნობია, ბორტზე მყოფი პირების მდგომარეობა.
შემთხვევის ადგილისკენ სამაშველო ბრიგადები გაემგზავრნენ.
გავრცელებული ცნობით, იბრაჰიმ რაისი დღეს აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ის ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან ირანში ბრუნდებოდა.