თეგებით ძიება

ამას ჰქვია სიგიჟე! პარლამენტის წევრი ქვეყნის გარეთ საქართველოს შეშლილების სავანედ წარმოაჩენს - ლევან ლორთქიფანიძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტ The News Agents-ზე ჟურნალისტ ლუის გუდალთან საუბრისას გლობალური ომის პარტია მასონებს შეადარა, რომლებსაც "მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ".

მისი სიტყვებით, ზუსტად არ იცის ვინ არიან ამ ჯგუფის წევრები პიროვნულად. თუმცა, მისი თქმით, „მტკიცებულებები აქვთ, რომ დასავლეთის ომში ჩათრევის შეთქმულება არსებობს“.

ამას ჰქვია სიგიჟე! არც მეტი და არც ნაკლები! - ასე გამოეხმაურა პოლიტოოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ლაშხის ინტერვიუს. 

საქართველოს პარლამენტს ჰყოლია წევრი - ქ-ნი მარიან ლაშხი. 

ჩემი თაობისაა, ოდნავ უფროსია... წლები მუშაობდა ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში. ერთი შეხედვით, ახალგაზრდა და თანამედროვე ტიპია, წარმატებული, ჭკვიანი, ლამაზი. ოღონდ დეპუტატად დაწინაურებამდეც და მას შემდეგაც მხოლოდ 4 ადამიანი იცნობს.

ქ-ნ მარიამს ინტერვიუ მიუცია გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი პოპულარული პოდკასტისთვის. ავტორმა ჰკითხა, რას გულისხმობს თქვენი პრემიერ-მინისტრი, როდესაც "გლობალურ ომის პარტიას" ახსენებსო.

თითქმის ყველასათვის უცნობმა, არსაიდან მოსულმა დეპუტატმა კორესპონდენტს მასონთა ლოჟაზე დაუწყო ლაპარაკი და ბრიტანულ აუდიტორიას უთხრა, რომ "გლობალური ომის პარტია" არის დაახლოებით ისეთი ფენომენი, როგორიც მასონები არიანო. 

ყურებს არ ვუჯერებდი, ხომ არ მომესმა მეთქი, ია მეურმიშვილს ხომ არ შეეშალა-მეთქი, გადავამოწმე მეგობრებთან და მათაც იგივე მოესმათ. 

ამას ჰქვია სიგიჟე! არც მეტი და არც ნაკლები! ეს ერთი... 

ასევე ამას შეგვიძლია ვუწოდოთ სირცხვილი და თავის მოჭრა, საქართველოს პარლამენტის წევრი ქვეყნის გარეთ საქართველოს შეშლილების სავანედ წარმოაჩენს. ასეთი არასერიოზული როგორ უნდა იყო?!

არ შეიძლება ანონიმური, სამოქალაქო პოზიციის არმქონე,  სიგიჟეს აყოლილი ტექნოკრატების პარლამენტში არჩევა - წერს ლევან ლორთქიფანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა