თეგებით ძიება
02. 08. 2022 მსოფლიო

ჩინური თვითმფრინავები ტაივანის სრუტეს კვეთენ - რა ინფორმაციას ავრცელებს ჩინური მედია?

ჩინური თვითმფრინავები ტაივანის სრუტეს კვეთენ - ამის შესახებ BBC ჩინურ მედიაზე დაყრდნობით წერს.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთში საჰაერო განგაში სიგნალების ხმა ისმის.

პეკინმა გააფრთხილა, რომ უპასუხებს ნენსი პელოსის ნებისმიერ პოტენციურ ვიზიტს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. პეკინმა არაერთხელ გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა მოჰყვება. პელოსი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა