თეგებით ძიება
03. 08. 2022 მსოფლიო

ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა

ტაივანში ვიზიტით მყოფი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ქვეყნის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენს შეხვდა.​

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ტაივანის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენს შეხვდა. მან პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილს განუცხადა, რომ ახლა როგორც არასდროს, ამერიკის სოლიდარობა ტაივანისთვის გადამწყვეტია.

"დღეს ჩვენი დელეგაცია, რომლითაც მე ძალიან ვამაყობ, ჩამოვიდა ტაივანში, რათა ცალსახად განემარტა, რომ ჩვენ არ დავტოვებთ ტაივანის მიმართ აღებულს ვალდებულებას და ვამაყობთ ჩვენი მტკიცე მეგობრობით", - თქვა მან.

ტაივანის პრეზიდენტმა მას ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სამოქალაქო ჯილდო გადასცა აშშ-ის მხარდაჭერის გამო მადლიერების გამოსახატად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა