ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, აიათოლა ალი ხამენეიმ ეროვნული უსაფრთოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პრეზიდენტის ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ეროვნული უსაფრთოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ირანის პროვინციიდან თეირანში ბრუნდებოდა, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ჩამოვარდა.
ამასთან, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენმა უხეში დაშვება განახორციელა.