სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე ეძებენ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა
ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმად ვაჰიდიმ განმარტა რატომ მოუწია ქვეყნის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენს ხისტად დაშვება. ამის შესახებ მან სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.
„პრეზიდენტი და კიდევ რამდენიმე ადამიანი აზერბაიჯანიდან რამდენიმე ვერტმფრენით ბრუნდებოდნენ. ცუდი ამინდისა და ნისლის გამო ერთ-ერთი ვერტმფრენი იძულებული გახდა ხისტად დაშვებულიყო. სხვადასხვა სამაშველო გუნდი უკვე მიემართება იმ რეგიონში, მაგრამ ცუდი ამინდისა და ნისლის გამო მათ ვერტმფრენამდე მისაღწევად დრო დასჭირდებათ“, - განაცხადა მან.
გავრცელებული ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე ადგენენ ვერტმფრენის ადგილმდებარეობას, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა. ინფორმაციას ადასტურებს ირანის შინაგან საქმეთა მინისტრიც.
აჰმად ვადიჰის განცხადებით, უამინდობის გამო, სამაშველო ჯგუფების ადგილზე მისვლას გარკვეული დრო სჭირდება.
„სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და სამაშველო ჯგუფები ასრულებენ თავიანთ საქმეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა ვადიჰმა მედიასთან საუბრისას.
შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ირანის პროვინციიდან თეირანში ბრუნდებოდა, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ჩამოვარდა. ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მონაწილეობა მიიღეს კაშხლის გახსნის ცერემონიაში.