თეგებით ძიება
03. 08. 2022 მსოფლიო

აშშ-მ პელოსის ტაივანში ვიზიტით უკრაინიდან ყურადღების გადატანა სცადა - მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპიკერი, მარია ზახაროვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს ეხმაურება.

"ამის მიზეზი არის კატასტროფა, რომელიც თავად შეერთებულმა შტატებმა შექმნა საკუთარი ხელით უკრაინის ირგვლივ და ყველა ის მარცხი, რაც ამ კუთხით არის დაკავშირებული ევროპის მიმართულებით. ევროპელები დაბნეულები არიან, რადგან ზამთარი უკვე ახლოსაა, ამიტომ აშშ-მა მოინდომა ინფორმაციული პარადიგმის დრამატული ცვლილება, რაც პელოსიმ გააკეთა“, - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, 29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

2 აგვისტოს ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა