თეგებით ძიება
03. 08. 2022 მსოფლიო

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინას 108 მლრდ დოლარის ზარალი მიაყენა

რუსეთმა უკრაინას 108 მლრდ აშშ დოლარის ზარალი მიაყენა - ინფორმაციას "ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ინფრასტრუქტურის აღსადგენად სულ მცირე 185 მლრდ აშშ დოლარი იქნება აუცილებელი. ყველაზე დიდი ზარალი საცხოვრებელ სახლებს მიადგა - დაზიანებული ან დანგრეულია 129 ათასი სახლი. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 140 ათას დანგრეულ საცხოვრებელ სახლზე საუბრობს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზარალს, ის 31,6 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

საერთო ჯამში, კიევის ეკონომიკის სკოლის შეფასებით 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაანგრიეს ან დააზიანეს 338 საწარმო, 43 ათასი ერთეული სოფლის მეურნეობის ტექნიკა, 1991 მაღაზია, 511 ადმინისტრაციული შენობა, 18 აეროპორტი, 105 ათასი მსუბუქი ავტომობილი, 764 საბავშვო ბაღი, 634 კულტურული დაწესებულება, 27 სავაჭრო ცენტრი და ნავთობის 28 ბაზა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა