მაშველებმა ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი იპოვეს
სამძებრო-სამაშველო ჯფუფებმა ჩამოვარდნილი ვერტმფრენი იპოვეს, – ამის შესახებ „გარდიანი“ ირანულ სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და ბორტზე მყოფი სხვა პირების მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამასთან, მოგვიანებით ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“. მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.