თეგებით ძიება
03. 08. 2022 მსოფლიო

უკრაინა ყირიმის დეოკუპაციაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ იტყვის - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა ყირიმის დეოკუპაციის საკითხზე უარს არ იტყვის.

"ყირიმის პლატფორმის სამიტზე, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო ონლაინ 23 აგვისტოს გაიმართება, განიხილება ყველაფერი, რაც ხელს უწყობს ნახევარკუნძულის დეოკუპაციას დიპლომატიური ძალისხმევის თვალსაზრისით. თუნდაც თეორიულად მტერი კვლავ კიევთან ახლოს იდგეს, ჩვენ მაინც დავგეგმავთ ყირიმის დეოკუპაციას.

ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ყირიმი არის უკრაინა და ჩვენ ვიტყვით იმას, რაც გვსურს და გავაკეთებთ იმას, რაც გვინდა“, - განაცხადა კულებამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა