თეგებით ძიება
03. 08. 2022 მსოფლიო

ნენსი პელოსიმ ტაივანი დატოვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ და მისმა დელეგაციამ ტაივანი დატოვა. სპეცრეისით აშშ-ის წარმომადგენლეი სამხრეთ კორეაში გაემგზავრნენ.

გამგზავრებამდე, ნენსი პელოსი პრეზიდენტს ცაი ინ-ვენს შეხვდა.

პელოსის ვიზიტმა ჩინეთში აღშფოთება გამოიწვია, როდგან ტაივანს სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს. ჩინეთმა თქვა, რომ ხუთშაბათიდან სამხედრო წვრთნებს იწყებს, როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ძალების მონაწილეობით. წვრთნები მოიცავს შორ დისტანციაზე მოქმედი საბრძოლო მასალის გამოყენებასაც.

ტაივანი წვრთნებს გარეოს კონვენციის დარღვევად აფასებს და ამბობს, რომ ის კუნძულის საჰაერო და საზღვაო ბლოკადას წარმოადგენს.

პელოსის ვიზიტი ტაივანში მთლიანოიბაში 19 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა