თეგებით ძიება
03. 08. 2022 მსოფლიო

ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს საომარი მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებით, აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული პატივისცემა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება.

„ევროკავშირი ერთგული რჩება, დაძაბულობის დაძლევაში დაეხმაროს [მხარეებს] და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საკუთარი ჩართულობა განაგრძოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირებებისა და მსხვერპლის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა