თეგებით ძიება
04. 08. 2022 მსოფლიო

ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ტაივანში ამერიკელი პოლიტიკოსის, ნენსი პელოსის ვიზიტის გამო, ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.

სამხედრო წვრთნები რამდენიმე ადგილზე ჩატარდება, კუნძულიდან 12 მილის მანძილზე. ცნობილია, რომ გამოიყენებენ შორ მანძილზე მოქმედ საბრძოლო მასალას, წვრთნებში მონაწილეობას როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ძალები მიიღებენ.

ტაივანმა განაცხადა, რომ ჩინეთი სტატუს კვოს შეცვლას ცდილობს და წვრთნებს საზღვაო-საჰაერო ბლოკადად აფასებს. ქვეყნის მთავრობამ თქვა, რომ ბოლო დღეებში რამდენიმე სამინისტროზე კიბერშეტევა მოხდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა