თეგებით ძიება
04. 08. 2022 მსოფლიო

ნუ ელოდებით, რომ პუტინი მოკვდება ან სანქციები რუსეთს ეკონომიკურად მოკლავს - უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი

უკრაინის მეორე პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა აცხადებს, რომ ომი უკრაინაში სწრაფად არ დასრულდება.

"უპირველეს ყოვლისა, არ უნდა გქონდეთ იმედი იმისა, რომ პუტინი მოკვდება ან სანქციები რუსეთს ეკონომიკურად მოკლავს. რომ რუსები უცებ ნათლად დაინახავენ ყველაფერს და ომის საწინააღმდეგო პროტესტზე გამოვლენ. მსგავსი არაფერი მოხდება. უკრაინამ უნდა იბრძოლოს და ყველაფერი ბრძოლის ველზე უნდა გადაწყვიტოს.

არა მგონია, ომი მალე დასრულდეს. ის, თუ როგორი ციებ-ცხელებით აგროვებს პუტინი ჯარს ციხეებიდან და იარაღს აღმოსავლური ავტოკრატიებიდან, ცხადყოფს, რომ მას მაინც სურს რაღაც „გამარჯვების“ მოპოვება“, - განაცხადა კუჩმამ.

მისი თქმით, ცივილიზებულ სამყაროში, კონფლიქტების დროს, როგორც წესი, მხარეები ცდილობენ მონახონ მოგებიანი გამოსავალი - როდესაც ყველა იმარჯვებს ამა თუ იმ ხარისხით და არ არსებობს „პირდაპირი“ დამარცხებული, მაგრამ უკრაინისა და რუსეთის შემთხვევაში ეს ასე არ არის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა